შსს-ს გენინსპექციამ რუსთავში მკვლელობის საქმეზე საპატრულო ეკიპაჟის ქმედებების შესწავლა დაიწყო

23:29, 17.02.2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპატრულო ეკიპაჟის ქმედებების შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაცემა „ახალმა კვირამ“ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა, რომელშიც თვითმხილველები შემთხვევის ადგილზე ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა გულგრილობაზე საუბრობენ.

შემთხვევა რუსთავში რამდენიმე დღის წინ მოხდა.  13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.

მსგავსი