შსს-ს ცნობით, გასულ ღამეს, აქციაზე ჯანმრთელობის დაზიანება 21-მა სამართალდამცველმა მიიღო, ბოლო დღეების განმავლობაში, ჯამში 113 პოლიციელი დაშავდა, მათგან ოთხი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება

10:15, 02.12.2024

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, გასულ ღამეს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა. ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ​დაშავებულთა ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

ამასთან, უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან ოთხი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

მსგავსი