შსს-ს ახმეტის რაიონული სამმართველოს პანკისის ქვეგანყოფილებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შსს-ს ახმეტის რაიონული სამმართველოს პანკისის ქვეგანყოფილებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საკადრო ცვლილებები კახეთის სამხარეო პოლიციის შემდეგ პანკისის ქვეგანყოფილებაშიც განხორციელდა. პირველი არხის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის რაიონული სამმართველოს პანკისის ქვეგანყოფილებას,რომელიც სოფელ დუისში მდებარეობს, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თანამდებობაზე თემურ არაბული დაინიშნა.

აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

არაბული სხვადასხვა დროს მუშაობდა პანკისისა და ახმეტის პოლიციის უფროსად, ასევე კახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოში ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. ხეობაში არსებული კრიზისის დროს და ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციებში აქტიურად იყო ჩაბმული.

კახეთში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას დანიშვნის შემდეგ დაიწყო. შეიცვალა ასევე კახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი. გიორგი ბუბუნაურის ნაცვლად სამხარეო პოლიციას ახლა შოთა ჭანუყვაძე ხელმძღვანელობს.