შსს-ს აფხაზეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 1974 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, „სუბოქსინის“ აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც ბრალდებულს სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.