შსს-ს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

03:05, 08.08.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

17 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.

მსგავსი