შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტში თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტში თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.

უწყების ცნობით, დეპარტამენტის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართება. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც ოჯახური დანაშაულის ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს.

დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.