შსს - პოლიტკოვსკაის ქუჩაზე სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა
შსს - პოლიტკოვსკაის ქუჩაზე სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა

სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, რის შემდგომაც სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადეს.

უწყების ცნობით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ამოწმებდნენ.

„სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, რის შემდგომაც სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. არავინ დაშავებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.