შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე ბლაგვი საგანი მოხვდა, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა

18:48, 15.04.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე ბლაგვი საგანი მოხვდა, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.

როგორც შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში.

უწყებაში განმარტავენ, რომ, დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

მსგავსი