შსს - პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული საკრუიზო გემზე, ისინი შესაბამის პროცედურებს ახორციელებდნენ
შსს - პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული საკრუიზო გემზე, ისინი შესაბამის პროცედურებს ახორციელებდნენ

გემზე სტანდარტული პროცედურების გავლის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის პროცედურას გადის ყველა გემი, რომელიც შემოდის ნავსადგურში.

მისივე თქმით, სამართალდამცველები გემზე კანონის წესების სრული დაცვით იყვნენ ასულები.

„ნებისმიერი საკრუიზო გემზე, რომელიც შემოდის ბათუმის ნავსადგურში, ხორციელდება სტანდარტული პროცედურა, პოლიცია ადის, ამოწმებს და იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე“, – განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მესაზღვრე-კონტროლიორები შესაბამის შემოწმების პროცედურებს შემოსულ გემებზე ახორციელებენ.