შსს - პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკებისას, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა
შსს - პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკებისას, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 ოქტომბერს მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილეთა უდიდესი უმრავლესობა. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკების დროს, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის, რომლებიც ტაძარში მომუშავე ქალს გამოესარჩლნენ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს.

ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილეთა უდიდესი უმრავლესობა. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.