შსს - პირველ მაისს, 07:00-დან 08:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის 35-ე კილომეტრზე მოძრაობა 15 წუთით აიკრძალება
შსს - პირველ მაისს, 07:00-დან 08:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის 35-ე კილომეტრზე მოძრაობა 15 წუთით აიკრძალება

1-ელ მაისს, 07:00-დან 08:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 35-ე კილომეტრზე მოძრაობა 15 წუთით აიკრძალება. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა ელექტროგადამცემი ხაზის სამონტაჟო სამუშაოებს უკავშირდება.

მათივე ინფორმაციით, მოძრაობის 15-წუთიანი შეზღუდვა ორივე მიმართულებით მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეხება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, შპს „ენერგოტრანსის“ მიერ 500-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის 35-ე კილომეტრზე, ორივე მიმართულებით, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა 15-15 წუთით აიკრძალება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.