შსს - პარლამენტთან დაპირისპირების დროს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით 20 პირია დაკავებული
შსს - პარლამენტთან დაპირისპირების დროს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით 20 პირია დაკავებული

პარლამენტთან დაპირისპირების დროს სამართალდამცველების მიერ 20 პირია დაკავებული.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ოცივე პირი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტის შენობასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებული კარვების წინა შესასვლელთან გადმოტანა დააპირეს. ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მათ კარვები მოჰპარეს და მათ „ქურდბაცაცა კრიმინალები“ უწოდა.