შსს პანკისის ხეობაში სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შსს პანკისის ხეობაში სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა.

„შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.

ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმება.