შსს – ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა, ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტზე იკითხება

02:18, 23.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით იკითხება.

„ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მივაწვდით“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი