შსს - მოსაშვილზე იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოვიღეთ
შსს - მოსაშვილზე იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოვიღეთ

შსს-მ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ს ცნობით, იკითხებიან თვითმხილველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება თბილისში, ი. მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით.

აღნიშნულ ქუჩაზე ოპერატიულად გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრი დაიცვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველთა გამოკითხვა“, – აცხადებენ შსს-ში.

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა ცოტა ხნის წინ იყო.