შსს – მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში, საზოგადოებას მალე მივაწვდით დამატებით ინფორმაციას 

21:32, 03.10.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მალე მიაწვდიან.

„საზოგადოებას მალე მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მომხდარი შემთხვევის სხვა დეტალების შესახებაც“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მეტეხის ხიდთან განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ და ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი დაშავდა.

მსგავსი