შსს - მცხეთაში აქციაზე დაკავებული „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხელწერილით გაათავისუფლეს
შსს - მცხეთაში აქციაზე დაკავებული „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხელწერილით გაათავისუფლეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთაში, აქციაზე დაკავებული „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ხელწერილით გაათავისუფლეს.

„ქალაქ მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე ორი პირი დააკავეს.

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სასამართლოს გადაეცემა.