შსს - მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე ერთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ხოლო მეორე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის არის დაკავებული
შსს - მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე ერთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ხოლო მეორე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის არის დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარჯანიშვილზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ერთ-ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ხოლო მეორე პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით, რაც პოლიციელის წინააღმდეგობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მარჯანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფესთან ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება გვიან საღამოს მოხდა.