შსს-მა კარალეთში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
შსს-მა კარალეთში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა

შსს-ს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი, 2001 წელს დაბადებული ბ.შ. ამხილეს.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი (ტყვიავის) რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანი სასურსათო მაღაზიის მფლობელის ოჯახს იცნობდა. მათთან სტუმრობის დროს, მაღაზიის გასაღები სახლიდან მოიპარა, შემდეგ კი ღამის საათებში მალულად შეაღწია. გასაყიდად გამზადებულ პროდუქტს სიგარეტს, ხილს, ენერგეტიკულ სასმელებსა და ტკბილეულს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მხილებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული სიგარეტის რამდენიმე კოლოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.