შსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

10:18, 31.01.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2025 წლის დეკემბრიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა მ.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარნეულში დააკავეს.

დაკავებულის  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი