შსს-მ თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აჭარაში დააკავა

10:29, 07.08.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ორი პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: ორი პისტოლეტი, სამი მჭიდი და 129 ვაზნა. დგინდება, რომ ორივე დაკავებული სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი