შსს-მ თიანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
შსს-მ თიანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით,  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, ასევე ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული დ.პ. თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.​

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში შურისძიების მოტივით 1990 წელს დაბადებული ვ.ა.-ს და 1961 წელს დაბადებული ო.შ.-ს მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო 1986 წელს დაბადებულ ნ.ა- ს, განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. ნ.ა. ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობასა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის “ გ” ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.