შსს-მ შიდა ქართლში უკანონო იარაღი ამოიღო
შსს-მ შიდა ქართლში უკანონო იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.