შსს-მ სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წლების განმავლობაში სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში შექმნილმა ჯგუფმა „ვეძებ“ გაავრცელა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე.

31 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოიკითხა ჯგუფის „ვეძებ“ ადმინისტრატორი თამუნა მუსერიძე.

მუსერიძის თქმით, საგამოძიებო უწყებას მიაწოდა ინფორმაცია ფაქტების შესახებ, რაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაუგროვდათ.

როგორც თამუნა მუსერიძე ამბობს, 80-90-იან წლებში დაბადებული ჩვილების სავარაუდო უკანონო გაყიდვის ფაქტების გარდა, ინფორმაცია აქვთ 2003 წელს დაბადებული ორი ჩვილის უკანონო გაშვილების შესახებაც.