შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

თბილისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

„გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.