შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული თ.ზ. ზუგდიდში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ორ შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.