შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის გავლით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გატანას ცდილობდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
დადგინდა, რომ ბრალდებულს სასაზღვრო-გამტარი პუნქტის, „ყაზბეგი“-ს გავლით, რუსეთის ფედერაციაში საკუთარი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სათადარიგო საბურავში დამალვის გზით სურდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 4 ფუთად დაფასოებული 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებაიშ, მარიხუანის გატანა.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისსწინებს.
ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.