შსს-მ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ბრალდებული პირი დააკავა

19:55, 28.06.2023

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

რამდენიმე საათის წინ მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მიშა მშვილდაძეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი