შსს-მ მედიასაშუალებებში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ მედიასაშუალებებში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიასაშუალებებში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კადრებში ასახულია, კახეთში, 16 დეკემბერს, როგორ ასხურებს საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.