შსს-მ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტს ღამის საათებში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.