შსს-მ ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა
შსს-მ ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული მ.ზ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებული ნ.ბ.-ს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას.

„გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.