შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით ორი პირი დააკავა
შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით ორი პირი დააკავა.

საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს, რომ დაკავებულები არიან ძმები გუგა და დავით კაკულიები.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ძმები კაკულიები ​დღეს დილით ორთაჭალაში დააკავეს.

მედიით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ძმები კაკულიები ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდნენ.

2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.