შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.რ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორლულიანი სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.