შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა, ამოღებულია მილიონ ლარზე მეტი ღირებულების „კოკაინი“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1989 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულის კუთვნილი სამგზავრო ჩანთაში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 1 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ ამოიღეს, რომელიც ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ლარს აღემატება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.