შსს-მ გამოძიება დაიწყო ვიდეოკადრებზე, რომელშიც ტელეარხ „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული
შსს-მ გამოძიება დაიწყო ვიდეოკადრებზე, რომელშიც ტელეარხ „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული

სოციალურ ქსელსა და რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, სადაც რუსული ტელეარხის „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური დაპირისპირების კადრებია ასახული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

დატოვე კომენტარი