შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული მ.ბ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ რუისში მოქალაქეს, ფიზიკური ძალადობის მუქარით, თანხა გამოსძალა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.