შსს-მ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-მ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე 1987 წელს დაბადებული ა.ხ. ფონიჭალაში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

უწყების ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ა.ხ..-ს მიერ გაყიდული რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი