შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში რამდენიმე მოქალაქეს სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონი მოპარა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.გ. ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-ორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.