შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ლ.მ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ლ.მ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე იმ დროს შეაჩერეს, როდესაც იგი მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

„პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.