შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

11:14, 05.09.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი