შსს-მ ბადრი ესებუას ძმა დააკავა

14:23, 12.12.2020

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბიძინა ესებუა დააკავეს.

ბიძინა ესებუა 21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმაა.

შსს-ში ბიძინა ესებუას დაკავების ფაქტს ადასტურებენ. ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რას უკავშირდება მისი დაკავება. უწყების ცნობით, დეტალებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მსგავსი