შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო
შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1972 წელს დაბადებული ს.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

„ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სინქრონი: სარფში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დავაკავეთ. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი სუბოქსინი ამოვიღეთ. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.