შსს-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა 112-ში ცრუ შეტყობინება განახორციელა
შსს-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა 112-ში ცრუ შეტყობინება განახორციელა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ცრუ შეტყობინება განახორციელა.

როგორც შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, ჟურნალისტმა ადგილზე მისულ პოლიციას განუცხადა, რომ „შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი“.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი. რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს“, – ნათქვამია შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი