შსს - ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა დიკლოს მიმართულებით საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია, სიმართლეს არ შეესაბამება
შსს - ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა დიკლოს მიმართულებით საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთის ფედერაციის მხარემ, ზამთრის პერიოდის შემდეგ, დიკლოს მიმართულებით საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია.

როგორც შსს-ში განაცხადეს, დიკლოში სასაზღვრო პოლიციის პოსტი მუშაობს და ქართველი მესაზღვრეები მოვალეობებს შეუფერხებლად ასრულებენ.

„2018 წლის 19 აგვისტოს მედიასაშუალებებში გავიდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთის ფედერაციის მხარემ ზამთრის პერიოდის შემდეგ, დიკლოს მიმართულებით, საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია და ქართველ მესაზღვრეებს აღარ უშვებენ.

აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

დიკლოში ფუნქციონირებს სასაზღვრო პოლიციის პოსტი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე, ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ახდენენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“, – აცხადებენ შსს-ში.