შსს - გომბორის უღელტეხილის ჩაკეტვის გამო, კახეთის მიმართულებით გადაადგილება თბილისი-ბაკურციხე-თელავის მაგისტრალითაა შესაძლებელი
შსს - გომბორის უღელტეხილის ჩაკეტვის გამო, კახეთის მიმართულებით გადაადგილება თბილისი-ბაკურციხე-თელავის მაგისტრალითაა შესაძლებელი

კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,  საავტომობილო მოძრაობას გომბორის უღელტეხილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

უწყების ცნობით, კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება კი, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება.

 

ფოტო – ვაჟა მაქარაშვილი