შსს – ღამის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ

01:24, 12.05.2018

ღამის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ – ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

შსს-ს პრესსამსახურში ამ ეტაპზე სხვა კომენტარი არ კეთდება.

ცოტა ხნის წინ, კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ამ კლუბებში მყოფი პირები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, კლუბებიდან სტუმრები გარეთ გამოიყვანეს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები კლუბებიდან.

https://www.facebook.com/1stchannel/videos/1785063844884626/?hc_ref=ART6nxB0jkM35jyQ3oEejTn41n569U-M2G-5nciqO7wGxU8kadlHbFM1CXiGLbVoQvc

 

 

მსგავსი