შსს დღეისათვის დაგეგმილი აქციების მონაწილეებს მიმართავს
შსს დღეისათვის დაგეგმილი აქციების მონაწილეებს მიმართავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 მაისს დაგეგმილი აქციების მონაწილეებს მიმართავს.

უწყების ცნობით, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა და კანონის მოთხოვნებს.

შსს მოუწოდებს ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს.

„9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე. ამასთან, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა და კანონის მოთხოვნებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

საქართველოს რამდენიმე ქალაქში 9 მაისს ე.წ. უკვდავი პოლკისა და მისი კონტრაქციებია დაგეგმილი.