შსს – დღეს 23:00 საათამდე ვარდების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

11:12, 18.11.2017

დღეს 23:00 საათამდე ვარდების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეზღუდვა გუშინ, 17 ნოემბერს 17:30 საათიდან ამოქმედდა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ვარდების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა ყველის ფესტივალს უკავშირდება.

მსგავსი