შსს – დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, რის შემდეგაც სასაზღვრო პუნქტ „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა

16:01, 13.08.2026

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა“, – აცხადებენ შსს-ში.

ამავდროულად, შსს-ს ცნობით, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია.

მსგავსი