შსს – დევდორაკის ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ განხორციელდა ევაკუაცია, გველეთთან მოძრაობა შეზღუდულია 

09:08, 25.09.2026

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

ამავდროულად, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი